დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი მოქმედებდა, უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება.
უწყების თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 50 დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი უკრაინაში სხვა დასავლურ ძალებთან ერთად არის განლაგებული. ამის შესახებ Sky news-ი წერს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, იმის შესაფასებლად, რა გავლენა შეიძლება, რომ იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ყველაფერს გააკეთებს.
სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ათობით გვერდის ფოტოები პლატფორმა Discord-ზე 28 თებერვალს და 2 მარტს გამოქვეყნდა, მათი ნაწილი კი ინტერნეტში აპრილის დასაწყისში გავრცელდა.