ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის განხილვისას განაცხადა, ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გათვალისწინებულია და პროექტიდან ამკრძალავი ნორმები ამოღებულია.
კანონპროექტში ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.
„შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღეთ – ანუ თუ პირი ოლიგარქად იქნება ცნობილი, შესაბამისი დაფინანსების განხორციელება შეეძლება და ამ მიმართულებით შეზღუდვა არ იქნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.