Reuters-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოსცადა.
რაკეტა ფხენიანის ახლომდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს და მან დაახლოებით, 1000 კმ მანძილი დაფარა. სამხრეთ კორეამ მომხდარი „მძიმე პროვოკაციად შეაფასა“.
ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან.
ფაქტი დაგმო თეთრმა სახლმაც. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, იასუკაზუ ჰამადას განცხადებით კი, რაკეტა იაპონიის ტერიტორიაზე არ ჩავარდნილა.
რაკეტის გაშვების გამო, იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულ ჰოკაიდოს მოსახლეობას ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა, თუმცა გაფრთხილება ცოტა ხნის შემდეგ გააუქმა.