ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განმარტა, რაზე იყო ფოკურისრებული ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა, რომელიც აშშ-ში გაიმართა. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„სანქციების კოორდინატორთან ფინანსთა მინისტრის შეხვედრას რაც შეეხება, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ, ინფორმაციის გაცვლისთვის საქართველოზე გამავალი სავაჭრო ნაკადების საკითხზე.
ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურებთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველასთან, ვინც წლების განმავლობაში ახლო პარტნიორები არიან.
გვქონდა ტრენინგები, უზრუნველვყოფდით აღჭურვილობას და ყველაფერი ეს დადასტურდა, რომ განსაკუთრებით ღირებულია სწორედ ახლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრებს მიღმა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ კრიტიკულ დროს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და სანქციების კოორდინატორის შეხვედრა ფოკუსირებული იყო სწორედ ამაზე, რადგან როდესაც მიმდინარეობს რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, სულ უფრო მეტს ვსწავლობთ, როგორ ცდილობს რუსეთი სანქციების და ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თავის არიდებას, რომელიც არის დაწესებული არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის, იაპონიის და ბრიტანეთის მიერ.
ასე რომ, ეს არის ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გაგრძელდეს ინფორმაციის გაზიარება და გაძლიერდეს კონტროლი, რათა შეწყდეს იმ საქონლის გადაადგილება, რომელიც გამოყენებულია რუსეთის ომის მანქანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.