ნორვეგიის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 15 რუს დიპლომატს აძევებს. იუწყება Reuters-ი.
ნორვეგიის შეფასებით, დაზვერვის ოფიცრები მუშაობდნენ დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის მასშტაბის შესამცირებლად და ამით ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად“.
ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ გაძევება ამჟამად აკრედიტებული რუსი დიპლომატების მეოთხედს შეეხება. ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დასავლურმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
მიმდინარე წელს ესტონეთმა, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ ასევე გააძევეს რუსი დიპლომატები.