რუსეთის დაშლის დრო დადგა - უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ დადგა დრო, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა უნდა დაიშალოს. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საზღვრები შეიძლება, შეიცვალოს. ეს ხელოვნურად შექმნილი შეცდომაა და ახლა დადგა ამ ქვეყნის (რუსეთის - რედ.) დაშლის მომენტი", - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის თქმით, უახლოეს მომავალში ყველა იხილავს რუსეთის ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მიიღო სარგებელი აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად.

ბუდანოვმა დაადასტურა, რომ მალევე ესაუბრა თავის ამერიკელ კოლეგებს დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ.