რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რაც აჩვენებს, რომ ორგანიზაციამ უკვე დაკარგა აქტუალობა.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„ამ ინსტიტუტმა (გაეროს უშიშროების საბჭო - რედ.), რომელსაც ამჟამად რუსეთი ხელმძღვანელობს, თავისი ნორმებითა და წესებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირდა, უკვე დაკარგა აქტუალობა. ის აღარ არის ის გავლენიანი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა.
როცა აგრესორი, ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ბავშვებს კლავს, თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს, ეს ყველაფერი ზოგადად არანაირ ლოგიკას არ შეესაბამება რომ აღარაფერი ვთქვათ სამართლიანობაზე. სად არის მაშინ ეს სამართლიანობა?“, - განაცხადა დანილოვმა.
რუსეთი ამ ერთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობს საბჭოს.