„სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად“, - ამის შესახებ მმართველი უმრავლესობის ფრაქციის წევრმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა პარლამენტში განაცხადა, რითაც უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ, მარია ზახაროვას პრეტენზიას, თუ რატომ მონაწილეობს სომხეთი NATO-ს სამხედრო წვრთნებში.
„სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ეს ასე გაგრძელდება. სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს თბილ, მეგობრულ ურთიერთობას თავის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან. აგრძელებს თბილ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან სხვა ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა ქოჩარიანმა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას Defender 23 წვრთნებში, მაგრამ მიანიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის მიერ დაგეგმილ სხვა სამხედრო წვრთნებში.
ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.