ფინეთმა, როგორც ალიანსის წევრმა, NATO-ს პირველი წვრთნები დაასრულა.
ფინეთის საზღვაო ძალების ცნობით, ორი ფრეგატი ჰელსინკს 2023 წლის 13-დან 16 აპრილამდე ეწვია.
ადგილზე ჩასვლამდე ისინი მონაწილეობდნენ სწავლებაში, რომელიც ორგანიზებული იყო სანაპირო ფლოტის მიერ“, - ნათქვამია ფინეთის საზღვაო ძალების განცხადებაში.
ჰელსინკისკენ მიმავალმა გერმანულმა ფრეგატმა FGS Mecklenburg-Vorpommern-მა და პორტუგალიურმა ფრეგატმა NRP Bartolomeu Dias-მა ოთხშაბათს ფინეთის ყურეში ფინეთის სანაპირო ფლოტის გემებთან ერთად ჩაატარეს სწავლება.
ფინეთი NATO-ს წევრია 4 აპრილიდან.