რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტი მზადყოფნაში მოიყვანა. Reuters-ი წერს, რომ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ წვრთნების ჩატარების შესახებ იუწყება.
წვრთნები ტარდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ერთობლივ საჰაერო წვრთნებს ატარებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ.
„ინსპექტირების მთავარი მიზანია შეიარაღებული ძალების უნარის გაზრდა ოკეანისა და ზღვის მიმართულებიდან სავარაუდო მტრის აგრესიის მოსაგერიებლად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუნ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რომ რუსეთის საზღვაო ძალები წვრთნების დროს მზადყოფნაში იქნებიან და განლაგდებიან საწვრთნელ ადგილებში, სადაც საბრძოლო წვრთნებს ჩაატარებენ.