ფინეთმა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი აამუშავა

ფინეთში ექსპუატაციაში შევიდა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3-ის (OL3). რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. თავდაპირველად მისი ამუშავება 2009 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ამ თარიღმა ტექნიკური სირთულეების გამო რამდენჯერმე გადაიწია. ის ქვეყნის ელექტროენერგიის საჭოროების 14%-ს დაფარავს. წლის განმავლობაში რეაქტორი 12 ტერავატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისი იქნება, მაგალითად, 5.2 მილიონი ბინის გასათბობად.

რეაქტორის სიმძლავრე 1600 გიგავატს შეადგენს.

ფინელი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ რეაქტორის ამოქმედება ფინეთში ელექტროენერგიაზე ფასს დაწევს და შეამცირებს მეზობელი ქვეყნებიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილს.

მოელიან, რომ რეაქტორის ამუშავება ასევე გააუმჯობესებს ფინეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე.

რეაქტორის ამუშავება სრულად დაფარავს დეფიციტს, რომელიც წარმოიქმნა რუსეთიდან ფინეთში ელექტროენერგიის იმპორტის შეჩერების შემდეგ. 2022 წლის მაისში რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ „ინტერ რაომ“ შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება ფინეთისთვის, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ფინეთმა შეაჩერა იმპორტის საფასურის გადახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული გზა ყველაზე იაფია ენერგიის გენერირებისთვის, ევროპაში ატომური ენერგეტიკის საკითხი კამათის საგნად რჩება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. 15 აპრილს გერმანიამ ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი ელექტროსადგური დახურა.