უკრაინა გამოიყენებს არსებულ და ახალ იარაღს ყველა დროებით ოკუპირებულ რაიონში, ამიტომ დამპყრობლების განდევნა უკრაინის მიწიდან, დროის საკითხია. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„ჩვენ გამოვიყენებთ მთელ არსენალს, რაც ჩვენს ხელთ გვაქვს. თავდაცვის მრეწველობის ჩვენი წარმომადგენლების მიერ დამზადებულ ახალ იარაღსაც აუცილებლად გამოიყენებენ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ყირიმი, დონეცკი თუ ლუგანსკის რაიონები, თუ სხვა ქალაქები. ჩვენ მათ [დამპყრობლებს] გავაგდებთ იქიდან. ეს აუცილებელია. ეს უბრალოდ დროის საკითხია", - განაცხადა დანილოვმა.