ფინეთში ალანდის კუნძულებისთვის დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმების საკითხი წამოჭრეს

NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყება ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება. თუმცა ფინეთის პარლამენტის წევრები, იარნო ლიმნელი და პეკა ტოვერი (ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტია ფინეთში) მიიჩნევენ, რომ რუსეთის პოლიტის გათვალისწინებით, კუნძულების მშვიდობიანი სტატუსის საკითხი უნდა გადაიხედოს. როგორც მედია წერს, თავად ალანდის კუნძულების ხელისუფლებას სურს, დემილიტარიზებული სტატუსი შეინარჩუნოს.

ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.