გასულ კვირას რუსული ტყვეობიდან 230 უკრაინელი დაბრუნდა

გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 230 უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა.

 მუშაობა გრძელდება და ველოდებით შემდეგ სიახლეებს და შემდეგ გაცვლას. ეს აუცილებლად მოხდება. ყველა უნდა დაბრუნდეს", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, 16 აპრილს უკრაინამ და რუსეთმა სააღდგომოდ ტყვეები გაცვალეს. 130 უკრაინელი დამცველი სახლში დაბრუნდა.