აშშ-ის ელჩმა რუსეთში, კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს სისუსტის ნიშანი უწოდა

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.

მისი შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის მცდელობა, გააჩუმოს განსხვავებული ხმები რუსეთში.

„ჩვენ გავაგრძელებთ მისი გათავისუფლების მოთხოვას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ კარა-მურზას და ყველა რუსის უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი აზრი თავიანთი ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით. ბატონ კარა-მურზას და უამრავ სხვა რუსს სჯერა და იმედი აქვს რუსეთის, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ იმედების გაზიარებას და მუშაობას ამ შედეგისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.


რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს.

„სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.