ლავროვი ბრაზილიაში: რუსეთი დაინტერესებულია „უკრაინის კონფლიქტის“ „რაც შეიძლება მალე“ დასრულებით

„რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს ბრაზილიაში ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაურო ვიეირასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა უკრაინაში არსებული სიტუაციის „ჩინებულად აღქმისთვის“ ბრაზილიელ კოლეგას მადლობად გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი მადლიერია ბრაზილიის „სურვილის გამო, „წვლილი შეიტანოს“ შესაძლო გადაწყვეტილებების ძიებაში.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ონლაინ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტში მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღადგენს ქვეყნის საზღვრებს და კიევი დაიბრუნებს ყირიმს.


ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთსა და არაბეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას.

ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი გამოწვეული იყო „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“.

მისივე თქმით, „დიდი ოცეული“ შეიქმნა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასასრულებლად და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი „დიდი ოცეული“ შეიქმნას ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად.

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, მან ეს ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებთანაც განიხილა.