უკრაინულ დრონებს შეუძლიათ, მოსკოვამდე და უფრო შორსაც მიაღწიონ - ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინულ უპილოტო თვითმფრინავებს მოსკოვამდე და მის შორსაც ფრენა შეუძლიათ.

„ისინი აღწევენ მოსკოვს და უფრო შორს”, - განაცხადა ბუდანოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში.

მან უარი თქვა უკრაინული დრონების განლაგების ოპერაციების დეტალებზე საუბრისგან. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში „უსაფრთხოების წესები“ „ძალიან ხშირად“ ირღვევა.

ამავე ინტერვიუდან: რუსეთმა შეტევა შეაჩერა, თავდაცვაზე გადავიდა გარდა ორი სექტორისა - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი