ჩრდილოეთ კორეამ კვირას გამართა საზეიმო ცერემონია, რათა 10,000 ახალი თანამედროვე სახლის დასრულება აღენიშნათ. იტყობინება სახელმწიფო მედია KCNA. ლიდერი კიმ ჩენ ინი ცერემონიაში სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობდა.
2021 წელს ჩრდილოეთ კორეამ დედაქალაქში ხუთი წლის განმავლობაში 50 000 ახალი ბინის აშენების გეგმის შესახებ გამოაცხადა.
კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბინების მშენებლობის პროექტი დიდი ხნის სანუკვარი გეგმაა, რომელიც წინ მიიწევს როგორც „უმაღლესი პრიორიტეტი“. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი იდეა, რომ ფხენიანი „მსოფლიოში ცნობილ“ ქალაქად აქციოს.
თებერვალში დაიწყო პროექტი, რომელსაც სახელმწიფო მედია ასე აღწერს: „სოციალიზმის კიდევ ერთი მდიდრული ქუჩა, რომელიც ხალხის ბედნიერებით არის სავსე".