სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას.
"ერევანი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივეს ელოდება აზერბაიჯანისგან, სომხეთის სსრ-ს მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას.
აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანთან და საქართველოსთან საჭიროა ურთიერთობების გაღრმავება. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის მალე გახსნის იმედი გამოთქვა.