რუსულმა სახელმწიფო მედიამ 18 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმი არ მოიცავს წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას. 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთმა მსვლელობა - „უკვდავი პოლკი" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატარა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ელენა ცუნაევამ გადაწყვეტილება განმარტა იმით, რომ „საფრთხის“ გამო, რუსეთის ზოგიერთმა რეგიონმა, მათ შორის „ყირიმის რესპუბლიკამ“ უარი თქვა „უკვდავ პოლკზე“ და გადაწყვიტეს, რომ მსვლელობები არც სხვაგან იქნება, რადგან ეს „საერთო, განუყოფელი ისტორიაა“.
უკვდავი პოლკის მარში, როგორც წესი, მასობრივი ღონისძიებაა მთელ რუსეთში, სადაც ხალხი მსვლელობის დროს ატარებs მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ნათესავების ფოტოებს.
მოძრაობის ორგანიზატორები, რომლებმაც მსვლეობა 2011 წლიდან დაიწყეს, ჩიოდნენ, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იდეა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.
რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალური პირები მოუწოდებენ ხალხს, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ნათესავების ფოტოები 9 მაისს გამოაქვეყნონ მოძრაობის საიტზე და სოციალურ ქსელებში, გამოფინონ ავტომანქანებზე.