სამხრეთ კორეამ შესაძლოa, გააფართოვოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ფარგლებს გასცდეს, თუ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იუნ სუკ-იოლმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულმა, მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს მაშინ, როცა დაახლოებით ერთი წლის წინ ლეტალური დახმარების შესაძლებლობა გამორიცხა.
„თუ შეიქმნება სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაამართლებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება, ჩვენთვის რთული გახდეს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.