ბრიტანული დაზვერვა განმარტავს, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა უკრაინაში ომის დროს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთი პროპაგანდას, როგორც მისი სტრატეგიის ძირითად ელემენტს სისტემატურად იყენებს. ამის შესაახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ანგარიშში ამხვილებს ყურადღებას.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების მიზნით, მრავალი არხი და მარიონეტული საშუალება შექმნა.

კრემლი ცრუ ან მანიპულაციურ ინფორმაციას განზრახ ქმნის და ავრცელებს.

ყოველი ცრუ პროპაგანდისტული გზავნილით კრემლი საკუთარი პირადი ინტერესების შენიღბვას ცდილობს.

დაზვერვის თანახმად, ხშირად რუსეთი ცდილობს უკრაინის მთავრობის დაკნინებას და ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას.

„ცრუ და შეთითხნილი ინფორმაციის გასავრცელებლად რუსეთი ამუშავებს ბევრ არხს და წყაროს. რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი კომპონენტია „ნარატიული გათეთრება“, რომლის დროსაც რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას მარიონეტული პირების ან გადაუმოწმებელი სოციალური მედიის წყაროების მეშვეობით. იქიდან კი  უფრო პოპულარულ ან თუნდაც სახელმწიფო მედიაში.

ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ კრემლის ამჟამინდელი პრიორიტეტები მოიცავს უკრაინის მთავრობის დისკრედიტაციას და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას.