ფინეთმა რუსული აქტივები გაყინა, მათ შორის მიწის ნაკვეთი, სადაც რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრია განთავსებული

ფინეთის აღმასრულებელმა უწყებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნითა და ევროკავშირის სანქციების საფუძველზე გაყინა მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი, ასევე, უძრავი ქონების ობიექტები, რომლებიც მასვე ეკუთვნის.

11 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, 3326 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და 3926 კვადრატული მეტრი ფართობი ცენტრის საოფისე შენობა, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით, რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, გაყინულია.

გაზეთ Helsingin Sanomat-ის ცნობით, ხსენებული მიწის ნაკვეთი რუსეთის მთავრობის საკუთრებაა. გაყინული აქტივების ღირებულება უცნობია.