„აშშ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია და გარწმუნებთ, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ 100%-ით ვიზეიმებთ ქართველ ხალხთნ ერთად“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს ქართველი მოსამართლეების დასანქცირება უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ევროკავავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.
ელჩის განმარტებით, სავიზო სანქციები ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად არის მოთხოვნილი.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რათა საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ, კორუფციასთან ბრძოლის მიმართ და ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, დაინახონ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ.
ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ამ საკითხის - გასული წლების განმავლოვაში მრავალი რეფორმა გატარდა, თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო პერიდში არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რომ სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ ინსტიტუტად.
ამასთან დაკავშირებით, არსებობს უამრავი რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიის 5 ბოლო რეკომენდაცია, რომლებიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, იმუშაობ დამოუკიდებლად.
- საქართველოს სასამართლო სისტემას ჰყავს ბევრი პროფესიონალი, კეთილსინდისიერი მოსამართლე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ სამუშაო გარემოს და პოლიტიკური ფიგურის თუ ბიზნეს ფიგურის ჩარევის გარეშე მუშაობას.
ასე რომ, სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ რეკომენდაცია მოდის როგორც ჩვენგან, ისე ევროკავშირიდან, ვენეციის კომისიისგან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით, მუშაობა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ელჩმა.
- მასალაში გამოყენებულია საელჩოს თარგმანი