უკრაინა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის სისტემას შეუერთდება

უკრაინის ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის დროს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლჰა სტეფანიშინამ.

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სისტემა საერთაშორისო კოორდინირებული გადაუდებელი დახმარების გაწევისთვის.

მოიცავს სხვადასხვა რესურსესსა და დახმარების ფორმებს  წევრი სახელმწიფოსგან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან. ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანება საშუალებას მისცემს უკრაინას, სრულად გამოიყენოს ევროკავშირის ყველა ინსტრუმენტი და პროგრამა, რათა განავითაროს თავისი ეროვნული სამოქალაქო დაცვის სისტემა და მოიზიდოს დახმარება.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან 70 000 ტონაზე მეტი დახმარება მიიღო, მათ შორის საკვები, ასევე, განაღმვის აღჭურვილობა და სპეციალური აღჭურვილობა. უკრაინამ მიიღო საგზაო რუკა, რომ ოფიციალურად გამხდარიყო ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ნაწილი. დოკუმენტი ასახავდა კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც კიევს უნდა გადაედგა, ვიდრე სისტემის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა.