უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვის ინიციატოვას სლოვენია უერთდება

სლოვენიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის ინიციატივას შეუერთდეს.

ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) პროექტში ევროკავშირის 23 წევრი ქვეყანა და ნორვეგია უკვე მონაწილეობენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სლოვენიის პრესის სააგენტო (STA) იტყობინება.

„მთავრობამ ხუთშაბათს განიხილა პროექტი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, რომ მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრი მარჯან სარეჩი ხელს მოაწერს პროექტს ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან (EDA), მთავრობა მას დაამტკიცებს“, - განაცხადა სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ.

უკრაინაში ერთი მილიონი საბრძოლო მასალის სწრაფი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა დაამტკიცა. 


ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების კომპენსაციისთვის გამოეყოთ ერთი მილიარდი ევრო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, და ერთი მილიარდი ევრო, რათა გაზარდონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები საარტილერიო ჭურვების წარმოებაში. ისინი უკრაინაში და ევროკავშირის მარაგების შესავსებად.