2023 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების 62% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2038 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, საიდანაც 1256 მათგანი რუსეთის 447 მოქალაქის საკუთრებაა.