ევროკავშირის მისიის ფარგლებში, წვრთნები 16 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა

16 000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე დაასრულა ტრენინგი ევროკავშირის მისიის ფარგლებში, განაცხადა ბლოკის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 21 აპრილს.

ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია უკრაინაში (EUMAM Ukraine) გასული წლის 17 ოქტომბერს დაიწყო.

მისი მიზანია 30 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება ევროკავშირის ტერიტორიაზე, 24 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით.

ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას 600 მილიონ ევროზე მეტი საბრძოლო მასალა და რაკეტები მიაწოდა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე მუშაობა გრძელდება, რაც გულისხმობს კავშირის სამეტაპიან გეგმას კიევისთვის მილიონი საარტილერიო ტყვიის შესყიდვის შესახებ.

„ევროკავშირი აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ბორელმა.

გერმანიაში 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-11 შეხვედრა იმართება.