ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის

ფინეთმა უკრაინელი სამხედროებისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის გეგმების შესახებ გამოაცხადა.

ეს არის ფინეთის სამხედრო დახმარების მე-15 პარტია უკრაინისთვის.

ფინეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა.

„უკრაინას სჭირდება სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. ჩვენ ვმონაწილეობთ ევროკავშირის სასწავლო მისიაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნითა და საჭირო მატერიალური დახმარებით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა. სამინისტრომ განმარტა, რომ დახმარების პაკეტზე მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებდა როგორც უკრაინის, ასევე, ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსების მდგომარეობას.

სამინისტრომ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით არ გაამჟღავნებს ინფორმაციას დახმარების შინაარსის, მიწოდების მეთოდის ან მისი ჩასვლის პერიოდზე.

როგორც ცნობილია, უკრაინას ფინეთის თავდაცვითი დახმარების პაკეტების მთლიანმა ღირებულებამ დაახლოებით 990 მილიონ ევროს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ფინეთი NATO-ს წევრი გახდა 4 აპრილს.