Bloomberg: ევროკავშირს სურს, დაბლოკოს რუსეთის გავლით ტვირთის ტრანზიტი

ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტში რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას აფართოებს. Bloomberg-ი წერს, რომ მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლით ტვირთის გადაზიდვა მთლიანად არ აიკრძალება და მოსალოდნელია, რომ აკრძალვა ზოგიერთ ტექნოლოგიასა და ტექნიკის სახეობას შეეხება.

სავარაუდოდ, ახალი ზომის მიზანია, რუსეთისთვის შეზღუდვებზე გვერდის ავლა გაართულოს.

რუსეთი ამ საქონელთა უმეტესობას შუამავალი სახელმწიფოების მეშვეობით იღებს, როგორიცაა ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი. თუმცა, Reuters-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ გარკვეული საქონელი რუსეთში პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნებიდან იგზავნებოდა.