„საჭირო არ არის მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი“, - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ამ განცხადებით, პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავი აარიდონ „პრორუსულ სამშვიდობო მოქმედებებს“ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.
„როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება - უკრაინის განადგურება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ბოლოდროინდელი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული სამშვიდობო მოქმედებები. არაა საჭირო ჩვენი მუდმივად დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტი, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის“, - დაწერე დანილოვმა Facebook-ზე.
ცნობისათვის, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს „ნორმალური ურთიერთობების" განვითარებას ჩინეთთან, თუ ოფიციალური პეკინი ვერ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.