კვიპროსმა გაყინა 13 პირის ანგარიშები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ოლიგარქებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარნენ, განუცხადა კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა პავლოს იოანუმ საზოგადოებრივ მაუწყებელ CyBC-ს.
საუბარია მათ შორის კვიპროსის და რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუს ოლიგარქებთან ალიშერ უსამოვთან და რომან აბრამოვიჩთან.
უსმანოვი და აბრამოვიჩი უმდიდრეს რუსებს შორის არიან, მათი ქონება, შესაბამისად, 14 და 9 მილიარდ დოლარზე მეტია. ორივე აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან.