რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მსოფლიოს, არ დაივიწყონ უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომით. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება.
მომავალ პარასკევს, რომის პაპი ფრანცისკე ბუდაპეშტში გაემგზავრება.
რომის პაპმა ასევე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის უნგრელ ხალხთან მის ვიზიტს.
სუდანში ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, რომის პაპმა ფრანცისკემ ყველას მოუწოდა, ილოცონ „სუდანელი ძმებისთვის და დებისთვის“.
რომის პაპმა ფრანცისკემ ძალადობის დაუყონებლივ შეწყვეტისა და დიალოგის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში 28-30 აპრილს ვიზიტის დროს უკრაინაში მშვიდობის განხილვას გეგმავს.