„მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი“, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა.
აურესკუმ ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
„მივესალმები, რომ ჩვენი კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დღეს ჩვენთან არის. მე მხარი დავუჭირე მის მოწვევას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რადგან მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში“, - აღნიშნა ბოგდან აურესკუმ.