ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირება, რომ შიდა სიტუაციას დაასტაბილურებს. ჰაავისტომ უპასუხა შეკითხვას, რა მოლოდინები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.
„მე მაქვს საუბარი ქართველ პოლიტიკოსებთან და ის, რასაც საქართველოსგან ველოდებით, არის, რომ ისინი დაიცავენ ევროკავშირის მითითებებს და მხარს დაუჭერენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.