ყაზახეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ასტანის სასამართლომ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2022 წლის იანვარში ღალატისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის.

ამის შესახებ ყაზახეთის მედია იუწყება.

სასამართლოს თანახმად, მასიმოვს ქონებასაც ჩამოართმევენ და სამუდამოდ აუკრძალავენ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებას. 

მასიმოვი 2022 წლის იანვარში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს.