საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26-28 აპრილს ვიზიტით აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის.
ვიზიტის ფარგლებში დიპლომატი ლაჩინი-ხანკენდის გზაზე არსებულ ვითარებას განიხილავს. ფრანგი დიპლომატი ბაქოში შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს.
მინისტრი ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება.