ევროკავშირის საგარეო საბჭოს შედეგების შემაჯამებელ პრესრელიზში საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და მისი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილთან გამართული დისკუსიისას დადასტურდა, რომ საქართველომ ძირითად რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრ ძირითად რეფორმებში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.