მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმის გაღრმავება

  • ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ახლა, ვიდრე ოდესმე, გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

„ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს,“- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა, ვიდრე ოდესმე, გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება. პრემიერთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა“, - წერს შარლ მიშელი.