უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. თავის მხრივ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებს შორის საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.
„ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს ლიდერებს შორის პირველი მოლაპარაკება იყო.
უფრო ადრე, სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.