რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ... საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ, - ამის შესახებ პარლამენტში ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სამი მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა. მეორე მიზეზია ის, რომ სურთ შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე - სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა, რათა სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.