უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მშვიდობის ფორმულა და რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში დახმარების საკითხი. ამ თემაზე შმიგალმა თავად ისაუბრა.
„მე ვთხოვე მის უწმინდესობას დახმარება უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში, რომლებიც დაკავებულები, დაპატიმრებული, რუსეთში დანაშაულებრივი გზით დეპორტირებულნი არიან“, - განაცხადა შმიჰალმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, რომის პაპთან განიხილა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა და მისი განხორციელების შესაძლო გზა, ასევე ამ საკითხში ვატიკანის დახმარების საკითხი.
შმიგალი იტალიაში ოთხშაბათს, 26 აპრილს ჩავიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა.