ზელენსკი: ბავშვების დეპორტაციის შესახებ PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკის გამო რუსეთისა და მისი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყობს ხელს.

უკრიანის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის რუსეთის მცდელობის ერთ-ერთი აბსოლუტურად მიზანმიმართული ელემენტი, წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა და გაანადგუროს უკრაინელების არსი.

„ეს არის რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი გენოციდის მიზანმიმართული დანაშაული. ასე უნდა იყოს კვალიფიცირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“, - მიიჩნევს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკი აცხადებს, რომ სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი მიიღწა: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულია რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ ძალისხმევას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურმა, პასუხი აგონ სწორედ გენოციდის, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდური პოლიტიკის გამო”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.