ევროკავშირის ელჩები უკრაინასთან უბაჟო ვაჭრობის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელთა კომიტეტმა ელჩების დონეზე (Coreper) მხარი დაუჭირა წინადადებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო წესების ლიბერალიზაციის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ, რაც ითვალისწინებს უკრაინული საქონლის იმპორტის ნებისმიერი გადასახადის გაუქმებას. 

უფრო ადრე ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინულ საქონელზე იმპორტის გადასახადის შეჩერების ღონისძიებების ერთი წლით გახანგრძლივებას, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკას რუსული აგრესიის პირობებში. ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი კენჭისყრაზე სავარაუდოდ, 8-11 მაისს მომდევნო პლენარულ სესიაზე დააყენებს.

უკრაინის იმპორტზე სატარიფო გადასახადის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გაგრძელება ევროკავშირის ბაზარზე ასევე ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. მოქმედ გადაწყვეტილებას ვადა 5 ივნისს ეწურება.