ჩრდილოეთ მაკედონია გახდა 36-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა იმ ქვეყნების ძირითად ჯგუფს, რომლებიც რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.
„ჩრდილოეთი მაკედონია გახდა 36-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ვაფასებ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც უერთდებიან ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისთვის. სპეციალური ტრიბუნალის მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება", - აღნიშნა კულებამ.
2022 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის ხელმძღვანელობით, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხზე მუშაობს. ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და ცალკეულმა სახელმწიფოებმა.