პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელმა, ევგენი პარიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის მებრძოლებს გაიყვანს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან, თუ ამუნიციის მიწოდების პრობლემა არ მოგვარდა.

„თუ ამუნიციის ნაკლებობა არ აღმოიფხვრა, ჩვენ მოგვიწევს ორგანიზებულად - რათა მერე მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ - ან უკან დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, იძულებული ვიქნებით, ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა 29 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

„ვაგნერმა“ ბახმუტში, სადაც შარშანდელი ზაფხულის მერე ცდილობენ ქალაქის აღებას, ათასობით მეომარი დაკარგა

ამ ეტაპზე რუსეთის არმია და „ვაგნერი“ აკონტროლებენ ბახმუტის დიდ ნაწილს, მაგრამ რუსეთის იერიში სუსტდება.

უკრაინა კონტრშეტევისთვის და ტერიტორიების დაბრუნებისთვის ემზადება.