საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება.
„მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო გულთბილი მიღებისთვის და თქვენი მობილიზაციისთვის საქართველოს ევროპული და გეოსტრატეგიული ამბიციის სასარგებლოდ. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - წერს კატრინ კოლონა.