ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ იტყობინება ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს ოფისი.

ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სკანდინავიური ქვეყნების პრემიერ მინისტრებისა და პრეზიდენტის ნიინისტოს შეხვედრაში. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში დღის მეორე ნახევარში გაიმართება და უკრაინის მხარდაჭერას და უსაფრთხოების სხვა აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება.

გერმანული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. სხვა დეტალები ამასთან დაკავშირებით არ გასაჯაროებულა.