ახალი ზელანდია უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის და რუსეთის წინააღმდე სანქციებს გააფართოებს

ახალი ზელანდიის მთავრობამ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ გამოაცხადა და კიევისთვის 3.1 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა ოთხშაბათს განაცხადა. იუწყება Ukrinform-ი The Guardian-ზე დაყრდნობით. დამატებითი სანქციები რუსეთის მხარდამჭერ 18 სუბიექტს და 9 ფიზიკურ პირს შეეხება.

მისი მიხედვით, თანხები მიემართება უკრაინის მხარდამჭერ სხვადასხვა ინიციატივაზე, მათ შორის არიან უკრაინის ჰუმანიტარული ფონდი, UNHCR და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურა და დაზარალებულთა ნდობის ფონდი.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია უკრაინელი სამხედროების წვრთნების პროგარამაშიც არის ჩართული.