ევროკავშირში უკრაინისთვის ამუნიციის ერთობლივ შეძენაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დასახმარებლად ამუნიციას ერთობლივად შეიძენენ.

ამის შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელმა მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა, გამოაცხადა.

„ელჩებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, „დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი ევროს ოდენობის თანხით ამუნიციის და რაკეტების ერთობლივი შეძენის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.